პროექტის მთავარი იდეა: სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება, გონივრული დასკვნების გამოტანა.
პროექტის აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოხდება ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებებიდან: ,,რიცხვები და გამოთვლები", ,,მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა და ალბათობა" .თან პროექტის შედეგების მიხედვით მოსწავლე უთუოდ დაფიქრდება, როგორ უკეთ გაანაწილოს დრო.
პროექტის მიზნები: ნედლი მონაცემების გადამუშავების შემდეგ შეძლონ შესაბამისი დიაგრამის აგება, ერთმანეთის შედეგების შედარების შედეგად გამოიტანონ გონივრული დასკვნა თავიანთი მოსწრების წარმატების, თუ წარუმატებლობის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 12 -13 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე შეძლებს მონაცემების შეგროვებასა და მათ გადამუშავებას, თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების გარჩევას.გონივრული დასკვნის გამოტანას თავისუფალი დროის განაწილების შესახებ.მოამზადებენ პრეზენტაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახაზავი, ფანქარი,ფურცლები ცხრილებისათვის, კომპიუტერი (პროგრამა PowerPoint) დიაგრამის ასაგებად.
პროექტის მსვლელობა: შეადგინეთ ცხრილი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა დროს უთმობთ საშუალოდ ყოველდღიურად
- გაკვეთილების მომზადებას;
- სხვადასხვა წრეობრივ მუშაობას (სპორტს, ცეკვას, მუსიკას და ა. შ.);
- გართობას მეგობრებში, დასვენებას;
- დათვალეთ თითოეულ ზემოტჩამოთვლილ სახეობებზე თვის განმავლობაში დახარჯული დრო;
- შეადარეთ თქვენს მიერ მიღებული შედეგები მეგობრებისას და გამოიტანეთ გონივრული დასკვნა;
- ააგეთ შესაბამისი წრიული დიაგრამა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ჯაფარიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: japaridzenaniko@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: japaridzenaniko.blogspot.com
აღფრთოვანებული ვარ, ყოჩაღ!!!!!!
ReplyDelete