Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:   მოსწავლის თავისუფალი დრო.

პროექტის მთავარი იდეა:  სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება, გონივრული დასკვნების გამოტანა.

პროექტის აქტუალობა:  პროექტის საშუალებით მოხდება ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებებიდან: ,,რიცხვები და გამოთვლები", ,,მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა და ალბათობა" .თან პროექტის შედეგების მიხედვით მოსწავლე უთუოდ დაფიქრდება, როგორ უკეთ გაანაწილოს დრო.

პროექტის მიზნები: ნედლი მონაცემების გადამუშავების შემდეგ შეძლონ შესაბამისი დიაგრამის აგება, ერთმანეთის შედეგების შედარების შედეგად  გამოიტანონ გონივრული დასკვნა თავიანთი მოსწრების წარმატების, თუ წარუმატებლობის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:  12 -13 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა:  ერთი თვე.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლე შეძლებს მონაცემების შეგროვებასა და მათ გადამუშავებას, თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების გარჩევას.გონივრული დასკვნის გამოტანას თავისუფალი დროის განაწილების შესახებ.მოამზადებენ პრეზენტაციას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახაზავი, ფანქარი,ფურცლები ცხრილებისათვის, კომპიუტერი (პროგრამა PowerPoint)  დიაგრამის ასაგებად.

პროექტის მსვლელობა: შეადგინეთ ცხრილი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა დროს უთმობთ საშუალოდ ყოველდღიურად

  • გაკვეთილების მომზადებას;
  •  სხვადასხვა წრეობრივ მუშაობას (სპორტს, ცეკვას, მუსიკას და ა. შ.);
  •   გართობას მეგობრებში, დასვენებას;
  • დათვალეთ თითოეულ ზემოტჩამოთვლილ სახეობებზე თვის განმავლობაში დახარჯული დრო;
  • შეადარეთ თქვენს მიერ მიღებული შედეგები მეგობრებისას და გამოიტანეთ გონივრული დასკვნა;
  • ააგეთ შესაბამისი წრიული დიაგრამა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს შეუძლიათ მონაცემების მოპოვება, გადმუშავება,მოწესრიგება.დიაგრამის აგება.

პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა ჯაფარიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  japaridzenaniko@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი: japaridzenaniko.blogspot.com